საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, თბილისში რვა პაციენტს მოემსახურნენ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
„თბილისი სულ მოვემსახურეთ 8 პაციენტს, მათ შორის 1 არასრულწლოვანს , მათგან ჰოსპიტალიზებულია 6 პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით.
რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კლინიკაში გადავიყვანეთ”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.