LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პითონი დაიჭირეს

441
Untitled-design-3

თბილისში პითონი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამისთვის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შეშინებული მამაკაცი იტყობინებოდა,რომ მას პითონი გაექცა და დახმარებას ითხოვდა. დიდი  რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მცხოვრები, ძაღლები, კატები,გამომდინარე იქიდან,რომ პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდათ.

საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და “გრძელი ღამეც” დაიწყო.

“დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არც ერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი „დამნაშავეც“ გამოვიჭირეთ“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები