LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს – საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

137
politsiis-lenta.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g