LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პორტი აშენდება

181
Stranded containers being loaded at the dry port in Birgunj, amid the unofficial blockade imposed by India at the border point, on Thursay, October 29, 2015. Photo: Ram Sarraf

თბილისში ე.წ მშრალი პორტი აშენდება. პროექტს კომპანია „თბილისი დრაი პორტი“ განახორციელებს და მასში ინვესტიციის სახით 27 მილიონ ლარს ჩადებს. პროექტის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით. პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, აგრეთვე, მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სწორედ შპს „თბილისი დრაი პორტს“ გადაეცემა თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g