LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 634 ბავშვი დაფიქსირდა

146

სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 634 ბავშვი დაფიქსირდა. მათგან 50 სხვადასხვა სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში იქნა მიმართული. როგორც ”ფორტუნას” სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ განუცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სწორედ ქუჩაში მომუშავე ბავშვებია. სახალხო დამცელმა შეიმუშავა რეკომენდაცია და მიმართა შსს-ს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ გააქტიურდეს საპატრულო პოლიციის საქმიანობა, რათა მინინუმამდე იყოს შემცირებული ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს. სოციალური სააგენტოს მხრიდან ასეთი მხოლოდ 11 შემთხვევის გადამისამართება მოხდა საპატრულო პოლიციასთან. ”დღეს კანონმდებლობაში გაჩნდა მიუსაფარი ბავშვის ცნება, რაც იძლევა შესაძლებობობას მათი იდენტიფიცირების შემდგომ, მათთვის სათანადო დოკუმენტაციის უზრუნველყოფას. პრობლემა დიდ გამოწვევად რჩება, საბოლოო სტატისტიკა , თუ რამდენი ბავშვია საქართველოს მასშტაბით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, არ არის. თბილისის მასშტაბით სამი მობილური ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც ამ ბავშვების აღრიცვას ახორციელებს… უფრო პრაქტიკული მექანიზმების შემუშავებაა საჭირო და სახალხო დამცელი ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს” – განაცხადა ბელთაძემ.

მან ასევე ისაუბრა მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ( ბავშვთა სახლებში ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები ამ ტიპის დაწესებულებებში, პრობლემას წარმოადგენს იქ დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაცია-გადამზადების საკითხი, ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამები, ასეევ კვებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხები.

რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემთხვევებს, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია კვლავაც გამოსასწორებელი ხასიათის ღონისძიებების გატარება. ბელთაძის ინფორმაციით, უთანასწორო ვითარებაა თბილისსა და რეგიონებში, კერძოდ, ცოცხლად შობილი ბავშვების დაბადება-გადარჩენის მაჩვენებელი თბილისთან მიმართებაში 1.4% ნაკლებია რეგიონებში. ბელთაძე ამ სტატისტიკას ხარისხიან ჯანდაცვაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემას, ასევე, ორსულობის პატრონაჟის ერთიანი სისტემის პროგრამის არარსებობას უკავშირებს.

სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა, ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მომართვიანობასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში ასეთ შემთხვევებზე მომართვიანობა მზარდია, რაც იმას მიუთითებს, რომ წინა წლებთან შედარებით მგრძნობელობა და ცნობადობა ამ საკითხის მიმართ გაზრდილია. სახალხო დამცველის აპარატში შესულ განცხადებებში 55%-ში მითითებულია, რომ სკოლაში ბავშვები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან,  30% აცხადებს, რომ საბავშვო-სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. 20% – ფსიქოლოგიური ძალადობასა და უგულებელყოფაზე საუბრობს. ” ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია და კონცეფცია, როდესაც ყველა დაინტერესებული უწყება კოორდინირებულად შეეცდება ამ მძიმე ფენომენთან ბრძოლას” – განაცხადა ბელთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g