25-30 სექტემბერს თბილისში რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება. წელს ფესტივალი მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მასში მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის გაიმართება 4 სრულმეტრაჟანი და 21 მოკლემოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება ეროვნული სასახლის, ეროვნული მუზეუმისა და მზიურის განახლებული პარკის ტერიტორიაზე.
კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პროფესიულ დრამატურგიისა და რეჟისურის მასტერკლასებს პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში ბოლნისის მუზეუმში.
ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც გამართავს თავისუფალ კინოჩვენებს ორბელიანის მოედანზე.
13 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველ კვირას, 20:00 საათზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფილმების ჩვენება.
კინოფესტივალი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ 2018 წელს დაარსებული ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა” მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება, მათთვის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარების დახვეწა.
წლევანდელი კინოფესტივალის პარტნიორები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, იტალიის საელჩო, ქარავანი, არტარეა.
„ახალგაზრდული კინოფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.