LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

122
პროკურატურა

დღეს, 29 აპრილს, თბილისში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, განჩინებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა.

შალვა პაპუაშვილი: „ჩხრეკები მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად… დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, ძალადობა იმ მომენტიდან შეწყდა“

„საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

🔵საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on სამშაბათი, 29 აპრილი, 2025

ცნობისათვის, დღეს, პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ ტელეწამყვან, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილისა და სამოქალაო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლებშიც.

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g