LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცხოვრებელი კორპუსიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა

4498
202995877

თბილისში საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგებში, სტუდქალაქში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით 2 წლის ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობებით, ის აივანზე გავიდა, გისოსებიდან გაძვრა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები