18 ოქტომბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“, საჯარო შესყიდვების თემაზე აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, ასევე, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები დაესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეები საჯარო შესყიდვებში ახალი მიდგომების განვითარების თაობაზე იმსჯელებენ, გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.