LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სამეფო ორდენის მფლობელი – Wedgwood-ის პროდუქცია იყიდება

192

მაღაზია Wedgwood-ი მომხმარებელს ფაიფურისა და ბროლის ჭურჭელს, ასევე დეკორატიულ აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა, ნათია ბალიაშვილმა აღნიშნა, მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Waterford, Royal Albert, Royal Doulton, Hutschenreuther, Rogaska, Lenox და ა.შ.

მისივე ინფორმაციით, მსურველებს სხვადასხვა ღირებულების ნივთების შეძენა შეუძლიათ.

ამასთან, შესაძლებელია იმ ნივთების შეკვეთაც, რომლებიც შოურუმში წარმოდგენილი არ არის, თუმცა, ბრენდების ოფიციალურ კატალოგებშია მოცემული.

WEDGWOOD-ის ისტორია 1759 წლიდან იწყება, როცა 29 წლის ჯ. ვეჯვუდმა ინგლისში, ბურსლემში, სტაფორდშირში ხელი მიჰყო დამოუკიდებელ მეთუნეობას. ის მალევე იქცა ბრიტანეთის ფაიფურის წამყვან სპეციალისტად. სამეფო ოჯახები და სახელმწიფოთა მეთაურები მას შემდეგ მოიხიბლნენ WEDGWOOD-ით, რაც 1765 წელს, ინგლისის დედოფალმა შარლოტამ სამეფო ჭურჭელი შეუკვეთა. WEDGWOOD-ი სამეფო ორდენის მფლობელია. დღეისათვის WEDGWOOD-ის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თითოეული ნივთი შექმნილია წარსული ტრადიციების პატივისცემითა და არსებული მოდური ტენდენციების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, Wedgwood-ი ჭავჭავაძის 8 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00 – 21:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები