თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობებით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.