თბილისში, სანაპიროზე, ვეფხის და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 5 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 23 მარტს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტი მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.