LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველოს ეროვნული გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა – „ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“

127
ალექსანდრე ონიანი

თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ქუჩას ალექსანდრე ონიანის სახელწოდება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.

„გვაქვს პატივი, გავხსნათ, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ვაჟკაცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა. თითოეული ჩვენგანის ვალია  გვახსოვდეს, თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ აგვისტოს ომის დროს და გვახსოვდეს  ის სახელოვანი გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის დაცვას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ამით თავდადებისა და ვაჟკაცობის მაგალითი დაგვიტოვეს“, –  განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ.

საკრებულოს ცნობით, ღონისძიებას  საკრებულოს დეპუტატები, ალექსანდრე ონიანის ოჯახის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ლოჯისტიკური სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„შინდისის გმირი“, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა. ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. მოგვიანებით, ეროვნულ გმირთან ბოლო საუბარი მისმა დამ გაიხსენა და თქვა, რომ ალექსანდრე ონიანს ტელეფონზე სწორედ იმ დროს ესაუბრებოდა, როდესაც მტერმა დანებება მოსთხოვა.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან (გარდაცვალების შემდეგ) სამხედროს 2021 წელს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის…

Posted by თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები