თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შსს-დან „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.