LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში შესაძლოა დენი გაძვირდეს: თელასი სემეკს ტარიფის გადახედვას სთხოვს

104

„თელასმა“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა.

„თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.

გარდა კომპანია „თელასისა“, კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.

სემეკ-ის განმარტებით, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები