LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრიუმფის 80 წელი“ – თბილისში „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა – რა ელოდება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს

130
სუხიშვილები

თბილისში, „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა.

2 ოქტომბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა – „ტრიუმფის 80 წელი“ გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ქართული ბალეტის ისტორიას, მის კულტურულ მნიშვნელობასა და სუხიშვილების ანსამბლის წარმატების ამსახველ ფოტომასალას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომლებიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ წარსულს გაახსენებს.

„სუხიშვილების“ 80 წლის იუბილე – როგორია დაგეგმილი ღონისძიებები: „ჩემი ოჯახის სამმა თაობამ მართლა მთელი ცხოვრება გადადო ამ საქმისთვის და ასე ვაგრძელებთ მე და ილიკოც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g