დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით, 4:30 საათზე მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ცნობილია, რომ სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. მიმდინარეობს გამოძიება.