დედაქალაქის მერია მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარებას წაახალისებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით.
“დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან,“ -აღნიშნა ნარმანიამ.
დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები.