სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდის მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში. 17-19 ნოემბერს ჰაერი დაბლობში +10, +15 გრადუსამდე გათბება.
უმეტესად ღრუბლიანი დღე იქნება აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს. ნავარაუდევია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოასლოდნელია თოვა.
თოვლჭყაპს ელიან 19 ნოემბერს ბარშიც. ჰაერის ტეპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს და დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
სააგენტოს ინფორმაცით, 19 ნოემბერს თბილისშიც აცივდება, დღის ბოლოს კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც. დედაქალაქში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.