დედაქალაქში დილიდან თოვს. თბილისელების ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარეუბნებში გზები არ იწმინდება და მანქანით მოძრაობა ძნელია.
გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “თბილსერვის ჯგუფი”. უწყების განცხადებით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დილის 6 საათიდან მუშაობენ.
“გაიწმინდა გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილე შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში დაიწყება და შესაბამისად, დაიყრება ტექნიკური მარილიც.
“თბილსერვის ჯგუფი” მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შეფერხების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 2619050″ – ნათქვამია განცხადებაში.