LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება: პრეზენტაცია პარასკევს იქნება

203
116334537-3741705842512655-8949178543969474824-o

თბილისის მერია დედაქალაქში ახალი მარშრუტების დადგენას იწყებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, პარასკევს, მოსახლეობისთვის გაიმართება პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი, რომელი ნომერი მიკროავტობუსი, ასევე ავტობუსი, რა მიმართულებით იმოძრავებს.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ქალაქისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ქალაქში გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს განპირობებულია ახალი ავტობუსების შემოყვანით, ახალი მიკროავტობუსების ყიდვით, ასევე მთლიანად ვაკეთებთ ახალი მარშრუტების დადგენასაც“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსისა და ავტობუსის მეტროსთან მიმართებაში დუბლირება ხდება, ეს ყველაფერი კი მალე დარეგულირდება და მოწესრიგდება.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა და ყველაზე მთავარი არის, რომ ავტობუსი მიკროავტობუსთან უმდა მოდიოდეს თანხვედრაში, მეტროსთან, და ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს, რაც ვფიქრობ მნშვნელოვანია და საჭირო ჩვენი ქალაქისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g