“ვითიბი ბანკმა” „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობა დააფინანსა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ბანკის დაფინანსება საავადმყოფოს მშენებლობას, რემონტს და სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდა.
დიაგნოსტიკურ ცენტრს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში. “ვითიბი ბანკისთვის” მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და უახლოეს პერიოდში “ვითიბის” დაფინანსებით კიდევ ერთი თანამედროვე კლინიკის გახსნაა დაგეგმილი”, – განაცხადა “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.