გასულ ღამეს, თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზაქარიაძის ქუჩაზე მოხდა – მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და გარდაიცვალა.
„ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.