LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უცხოენოვან წარწერებთან დაკავშირებით სანქციები იზრდება

101

„უცხოენოვან წარწერებთან დაკავშირებით ყურადღებას ვამკაცრებთ და ვაპირებთ ცვლილებებს სანქციასთან მიმართებაში,“ – ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა, განაცხადა, რომელიც თბილისის მერთან ერთად ახვლედიანის ქუჩაზე უცხოური წარწერების მქონე ობიექტები დაათვალიერა.

გიორგი ბაგრატიონის თქმით, რეკლამის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ყველა ქუჩაზე არიან დაჯარიმებულები.

ამ მიმართულებით ყურადღებას ვამკაცრებთ, ვაპირებთ ცვლილებებს სანქციათა მიმართებით. მინდა ყველას მივმართო, დაიცვან ის, რაც არის კანონით განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ის ობიექტი, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თუ იურიდიული პირიდაჯარიმდება კანონის ფარგლებში. ყოველდღიურად ვახორციელებთ ზედამხედველობას. ჩვენი რაიონის თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დადიან და აკონტროლებენ ყველა მიმართულებით, რაზეც ზედამხედველობის სამსახურს აქვს ვალდებულება, ეს იქნება მშენებლობა თუ სხვა მიმართულება.

„ვფიქრობ, რომ გავზარდოთ და გავამკაცროთ საჯარიმო სანქციები. კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, დაიცვან ქართული ენა და ის კანონი, რომელიც აუცილებელია, რომ ყველამ  უნდა დაიცვას, – განაცხადა ბაგრატიონმა.

ბაგრატიონის თქმით, მას გაუჭირდება კონკრეტული ციფრის დასახელება თუ რამდენი ობიექტია დაჯარიმებული, თუმცა არსებულ სტატისტიკაზე მოუთითა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახვლედიანის ქუჩაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას თბილისის მერია ყურადღებას მიაქცევს.

 

magti 5g