29 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში „Pullman Tbilisi Axis Towers“, უძრავი ქონების ჰაბის 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚 ორგანიზებით, ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარი ღონისძიება 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 ჩატარდება.
𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 ერთ სივრცეში, 𝐁𝟐𝐁/𝐁𝟐𝐂 ფორმატში, წარმოაჩენს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა კომპანიის წინასააღდგომო შეთავაზებებს.
ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების შესახებ საუბრებით. 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐓𝐚𝐥𝐤𝐬-ის ფარგლებში განხილულ იქნება სექტორის მთავარი სიახლეები და ტენდენციები. უძრავი ქონების ექსპერტები მიმოიხილავენ მიმდინარე წელს და ისაუბრებენ 2026 წლის მოლოდინებზე.
Property Talks დაესწრებიან პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიები და ორგანიზაციები, FIABCI-Georgia-ს წევრი და არაწევრი უძრავი ქონების კომპანიები. საპატიო დამსწრეებად ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. Property Talks-ის დასრულების შემდეგ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიები ახალ პროექტებს წარადგენენ.
დღის მანძილზე ღონისძიების პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა პრიზს გაათამაშებენ.