LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება

102
უსათაურო დიზაინი

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება.

ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით – პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, ასევე უკრაინის მხარდამჭერები.

შეგახსენებთ, უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობა – ღონისძიება მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 51 ქალაქში მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს უკრაინა აგრესორთან თავგანწირული ბრძოლით ხვდება:

„უკრაინელი ხალხი, მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს ხვდება თავგანწირული ბრძოლით აგრესორთან. უკრაინელი ხალხის ბრძოლა, ეს არის სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის, ღირებულებებისთვის, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ისინი ასევე ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ასე რომ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ამ ბრძოლაში. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია უკრაინელი ხალხის ირგვლივ. ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ უკრაინელების თავგანწირულ ბრძოლას, რომელიც ასევე არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაც“, – აცხადებს ჯაფარიძე.

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უკრაინელები დღეს საქართველოსთვისაც იბრძვიან:

„გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 92% მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ვულოცავ უკრაინელებს, უკრაინის სახელმწიფოს ამ დღესასწაულს. დღეს, 6 თვის თავზე ყველამ ვიცით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ეს გარდაუვალი პროცესია. უკრაინელები დღეს ჩვენთვისაც იბრძვიან, არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, – უკრაინა და საქართველო ერთად გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა. ეს არის მთავარი ჩვენი მომავლისთვის, დემოკრატიისთვის. სადაც არ არის დემოკრატია, იქ არ არის განვითარება, სადაც არის დიქტატურა, იქ არის უბედურება. ამიტომ, ჩვენი მომავალი დღეს უკრაინის ფრონტის ხაზზე გადის. მჯერა, ხვალ ჩვენ ვიქნებით უკრაინელებთან ერთად გამარჯვებული“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g