თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქცია-პერფორმანსი „დაიცავი უკრაინა“, უკრაინელების მიერ არის ორგანიზებული, 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა გადადეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშა გაშალეს.
ამასთან, აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა უკრაინის დროშაზე სურვილები დაწერეს, რომელსაც, მათივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს გადასცემენ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, რუსეთი კვლავ აგრძელებს სამხედრო აგრესიას. უკრაინელი სამხედროები კი იბრძვიან ტერიტორიებს დასაბრუნებლად.
როგორც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ისინი შთამომავლობას გადასცემენ, თუ როგორი ამაყები არიან უკრაინული არმიით.