თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერი განათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.