LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 45 წლის ქალი მოკლეს

policia-e1542434038714

მკვლელობა თბილისში –  ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 45 წლის ქალი მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი ვაჟა ფშაველას 13 ნომერში 2 შვილთან ერთად, ახალი გადასული იყო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს,”- აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g