LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ვისკის ფესტივალი ჩატარდება

160
ვისკის ფესტივალი

21-22 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ III პავილიონში (წერეთლის გამზირი #118), კომპანიის „Whisky Days Georgia“ ორგანიზებით, „თბილისის ვისკის ფესტივალი 2024“ გაიმართება.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ დეგუსტაციებს და მასტერკლასებს, რომლებსაც უცხოეთიდან მოწვეული ამბასადორები წარუძღვებიან.

სტუმრებს ასევე დახვდებათ შოტლანდიური კულტურის ნამდვილი დღესასწაული (ცეკვა, მუსიკა) და ბარის სივრცე კოქტეილებისა და არაალკოჰოლური სასმელების დასაგემოვნებლად.

ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები