17-18 მაისს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ვისკის მეორე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მაღალალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანიები და იმპორტიორები, ასევე საერთაშორისო კომპანიები.
„თბილისის ვისკის ფესტივალის“ შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა ფესტივალის თანადამფუძნებელმა ვლადიმერ თიბილაშვილმა:
„ექსპო ჯორჯიის“ მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ასობით სახეობის ვისკი, ჯინი, ბრენდი და დისტილატები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს წელს 75-ზე მეტი სტენდი დახვდებათ.
დეგუსტაციები მთელი დღის განმავლობაში – 13:00 საათიდან 21 საათამდე გასტანს.
„თბილისის ვისკის ფესტივალის“ სტუმრები დაესწრებიან მასტერკლასებს და მოისმენენ ვისკის ისტორიებს. საფესტივალო სივრცეში მოეწყობა ფუდკორტი, ასევე, გათამაშებები და სპეციალური VIP ზონა განსაკუთრებული გამოცდილებისთვის.