LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Wendy’s-ის მორიგი ფლაგმან რესტორანი გაიხსნა

964
Wendy’s

ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ბრენდმა Wendy’s საქართველოს მასშტაბით რიგით 21-ე ობიექტი გახსნა. ახალი რესტორანი დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური დიზაინის კონცეფციით, რომელიც თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ გარემოს ერწყმის.

სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: „მოგეხსენებათ, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებაზე 2013 წლიდან ზრუნავს. ის რესტორანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე გავხსენით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გამორჩეულია მსოფლიოს მასშტაბით. თავისი ერგონომიკით ის მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე კი არ არის, არამედ Wendy’s-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი. ვისაც მეტ-ნაკლებად ესმის სარესტორნო ბიზნესი, როგორც კი აქ მოვა, დარწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე. თბილისს ეკუთვნოდა ასეთი სივრცე“.

აღსანიშნავია, რომ  Wendy’s-ის ახალ რესტორანთან ერთად განთავსებულია Dunkin’-ისა და Subway-ის რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში უგემრიელესი ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს.

გივი გვეტაძე, Wendy’s-ის, Dunkin’-ისა და Subway-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს არის უნიკალური დიზაინის მქონე რესტორანი, სადაც გამოყენებულია ძველი თბილისის მოტივები. სრულიად განსხვავებულია ინტერიერი, ავეჯი და ეს ყველაფერი განსხვავებულია არა მხოლოდ საქართველოში არსებული სხვა ფილიალებისგან, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. ცხადია, ჩვენი ჯგუფი ქსელის განვითარებას გააგრძელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს Wendy’s-ის, Dunkin’-ისა და Subway-ის მორიგი ახალი ობიექტების გახსნა როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს ვუმასპინძლოთ ჩვენს შესანიშნავ რესტორნებში“.

ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიალზე Wendy’s-ის საქართველოს რესტორნების 2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც გამოავლინეს. ცენტრალური ავტომაგისტრალის არგვეთასა და თერჯოლას მონაკვეთზე, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებში განთავსებული Wendy’s-ის რესტორნების მენეჯერები – თათული თორაძე და ბესიკ კალანდაძე მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის, სწრაფი მომსახურების, გუნდის მართვის გამორჩეული უნარების, საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და მომხმარებლის გამორჩეული ლოიალობისთვის დააჯილდოვეს. გამარჯვებული მენეჯერები მიმდინარე წლის ნოემბერში, დუბაიში, Wendy’s-ის საერთაშორისო კონვენციას დაესწრებიან.

თათული თორაძე: „ჩემთვის ნამდვილად ამაღელვებელია დღევანდელი დღე. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ეს იყო მართლაც მოულოდნელობა. ძალიან დიდი მადლობა ამ უდიდესი მოტივაციისთვის, დაფასებისთვის ჩვენს კომპანიას, რომლისგანაც მეც და ჩემი გუნდიც მუდმივად ვგრძნობთ უწყვეტ მხარდაჭერას და თანადგომას“.

ბესიკ კალანდაძე: „ძალიან გახარებული ვარ. ეს ჯილდო ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მეორე წელია ამ კომპანიაში ვარ და მიხარია ასეთი აღიარება. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა“.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას Wendy’s-ის საერთაშორისო დელეგაციის წევრები: APMEA და ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი კრის კონვეი და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრნენ.

კრის კონვეი, APMEA და ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი: „საქართველოში პირველად ვარ. აღფრთოვანებული ვარ ახალი რესტორნის ადგილმდებარეობით, კონცეფციითა და პერსონალის საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარმატების საწინდარი იქნება. მოხარული ვარ, რომ საუკეთესო მენეჯერების დაჯილდოებასაც დავესწარი. თანამშრომლების, განსაკუთრებით მენეჯერების წახალისება მნიშვნელოვანი რამაა. ისინი ბრენდის ერთგვარი ელჩები არიან, ჩვენ ვეყრდნობით მათ – მომხმარებლის კმაყოფილებისთვის მენეჯერები საკუთარი გუნდისთვის სათანადო სამუშაო გარემოს უნდა ქმნიდნენ. საქართველო ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია, აქაურ ფილიალებში ადამიანები მოდიან არა მხოლოდ გემრიელად მისართმევად, არამედ განსატვირთად და ამ გარემოს სწორედ მენეჯერები ქმნიან საკუთარ გუნდთან ერთად, ანუ ყველაფერი მათით იწყება. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მხოლოდ გაძლიერდება, ჩვენ ვამაყობთ საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით“.

ცნობისთვის, Wendy’s-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და მცენარეული ხორცისგან დამზადებულ „ყველაზე მაგარ ბურგერებს“. განახლებული მობილური აპლიკაცია კი, რომელიც Wendy’s-თან ერთად, Dunkin’-ისა და Subway-ის მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითიდღე ზრდის.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g