LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში წყლის ტარიფიც იზრდება: სემეკის გადაწყვეტილება

103
FORTUNA.GE-

2021 წლის 1 იანვრიდან თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო.

ახალი დადგენილებით, გადასახადი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1მ³-ზე დაახლოებით 17 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – ერთ სულზე, დაახლოებით, 63 თეთრით გაიზრდება.

როგორც სემეკში აცხადებენ, არასაყოფაცხოვრებო სექტორში, წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით შემცირდება.

ეროვნული კომისიის დადგენილების მიხედვით, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის ტარიფი 0.50 ლარი იქნება, უმრიცხველო მოხმარებისას კი ერთ სულზე 4.51 ლარი.

ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თბილისში დენი გაძვირდა

2021 წელს დენის ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს: პრემიერი

 

magti 5g