20-22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილ კლუბი“ კოფეინით გაჟღენთილ, დაუვიწყარ დღეებს უმასპინძლებს.
თბილისის რიგით მეორე ყავის ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ყავის ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებს და მათ მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა პროდუქციას.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:
- ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა და დეგუსტაცია
- ფრანჩაიზერების შეთავაზებები
- ვორქშოპები (ინდუსტრიის პროფესიონალების მოხსენებები ყავისა და HoReCa ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე)
- ლატე არტის ჩემპიონატი
- ყავისა და ალკოჰოლის ჩემპიონატი
- SCA მეორე დონის სერტიფიცირება (Specialty Coffee Association-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერტიფიცირება ბარისტებისთვის)
- Coffee Cupping – ყავის მარცვლების დეგუსტაცია
საფესტივალო სივრცეში მოეწყობა კვების ზონაც. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს.