საცობები რომ ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, ამაზე უკვე არავინ დავობს. სიტუაცია რომ წვიმიან ამინდში კიდევ უფრო მძიმდება, ესეც არ არის ახალი ამბავი. თუმცა, მაინც რატომ ქმინს წვიმა გაუსაძლის პირობებს ქუჩაში ავტომობილით გადადგილებისას? – ამ კითხავზე პასუხის გასაცემად ”ფორტუნა” ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ესაუბრა.
როგორც მესხისვილი ამბობს, წვიმიან ამინდთან დაკავშირებით, ორი მიზეზი არსებობს – ერთი საერთაშორისო, მეორე კი ჩვენი ეროვნული – ქართული. ნისლიან ამინდში მხედველობა უარესდება. გარდა ამისა, რთულად აღსაქმელი ხდება ასფალტიც, შესაბამისად, მძღოლები ნელა გადადგილდებიან.
”როგორც წესი საზღვარგარეთ მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, თუ როგორი მხედველობა აქვთ და რეკომენდებულია, თუ არა მათი საჭესთან ჯდომა. ჩვენთან სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მსგავსი რამ არ ხდება. აქ არავინ არ მოწმდება მხედველობაზე,”- განაცხადა მესხიშვილმა.
მისი თქმით, წვიმაში საცობის გამომწვევ მიზეზს წარმოაგდენს ისიც, რომ ქართველი მძღოლები მოძრაობის შენელებისას, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან და ცდილობენ წინ გადაადგილდნენ, ვიღაცას გზა მოუჭრან.
”ხაზებში დგომა ჩვენთან არ უყვართ. შესაბამისად, უწყვეტ ხაზებს კვეთენ და წინ მიიწევენ. წინ კი, ბუნებრივია, კიდევ უფრო ”იჭედებიან”, რაც დამატებით ართულებს მოძრაობას და უფრო დიდ საცობს ქმნის”, – განმარტა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
წვიმიან ამინდში თბილისური საცობების კიდევ ერთი მიზეზი საბურავების გაუმართაობაა. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ქართველმა მძღოლებმა კარგად იციან საკუთარი ავტომობილის მდგომარეობა. შესაბამისად, უფრთხილდებიან საკუთარ სიცოცხლეს, ეშიანით მოცურების და ნელა გადადგილდებიან.
”უმრავლესობას გაუმართავი საბურავები აქვთ. ამიტომ, მოცურების შიშით ნელა გადადგილდებიან, რაც დამატებით აფერხებს მოძრაობას და ქმნის საცობს”, – განუცხადა ”ფორტუნას” დავით მესხიშვილმა.