LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს: კახა კალაძე

59
თბილსერვის ჯგუფი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს. აღნიშნული განცხადება მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს.

„ალბათ ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა, დავიწყოთ, ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება. „თბილსერვის ჯგუფი“ მომზადებულია, ავტომობილები, ტექნიკა გადაწყობილია ამ ახალი სისტემისთვის. პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს, თუმცა არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g