თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი პირობების და ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ.
როგორც ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცახდა, 15 დღის განმავლობაში იმ მოთხოვნების განხილვა მოხდება, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა წამოაყენეს.
ელოშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს როდის და რამდენი პროცენტით გაეზრდებათ „თბილსერვისში“ დასაქმებულებს ხელფასი.
„ის, რაც მოხდა გუშინ, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთ ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი გასვლა ხაზებზე მოხდა ყოველგვარი ულტიმატუმის და მოთხოვნების გარეშე, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.” – განაცხადა ელოშვილმა