სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ქართველიშვილის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, ონიაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშილის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ ჩალიპირების და სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის მაცხოვრებლებს.