LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია: „მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს… დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს, რით გავეკიდო, არ ვიცი…“

2089
teadarchia45

მოცეკვავე თეა დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონის დასაცავად „იმედის“ ეთერში ჩაერთო და აღნიშნა, რომ თავად 13 წელია, ამ პანსიონში ცხოვრობს და იქ ბავშვებს ამეცადინებს. როგორც მოცეკვავე აღნიშნავს, ეს არის ოჯახი, სადაც ბავშვებს კარგად ეპყრობიან.

თეა დარჩია: „ესე იგი, 13 წელია, ჩემი შვილებით ვუყურებ ამ სისასტიკეს და ხმას არ ვიღებ?! ვეგუები და ვმალავ ამ ყველაფერს, რასაც „მთავარი არხი“ აცხადებს?!“

„საკუთარ ოჯახზე რომ ვინმემ იკადროს და ისეთი რამ თქვას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, თქვენს ოჯახს არ დაიცავთ? 13 წელია, იქ ვცხოვრობ, სამი თვე ზაფხულობით და ერთი თვე ახალ წელს. თოვლის ბაბუაც კი მე ვარ ხოლმე. მათი გამრთობი ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებს დანაკლისი შევუვსო მშობლების სიყვარულის. ხანდახან დედაო ფულსაც უგზავნის მათ მშობლებს, რომ ხანდახან ჩამოაკითხონ ბავშვებს და ახალ წელს მაინც წაიყვანონ სახლში, იმ ფულს მშობელი რომ დახარჯავს და ბავშვს არ ჩამოაკითხავს… საჩუქრის ფულსაც უგზავნის ხოლმე იღუმენია…

ერთ სართულზე ვცხოვრობთ ყველა. ჩემი შვილებით ბავშვების ოთახში ვცხოვრობ. რამე ისეთი რომ შემემჩნია, როგორ წარმოგიდგენიათ, არ ვიტყოდი? კარგი, მე ზრდასრული ადამიანი ვარ და ჩემი არ სჯერათ, მაგრამ ჩემი შვილები ხომ არ იტყუებიან, მათ ხომ ვერაფერს დაუმალავთ… ხშირად ჩემი შვილები ზღვაზეც არ გამომყოლიან, ისე უყვართ პანსიონში ყოფნა. მეცამეტე წელია, ეს სახლი ჩემი ოჯახია. ისიც დამაბრალეს, რომ ბევრ ფულს ვიღებ და ამიტომ ვმუშაობ იქ. სრულიად უსასყიდლოდ ვმუშაობ და მესამე თაობას ვზრდი, როგორც მოცეკვავეებსა და ადამიანებს. ერთად ვტრაპეზობთ, ერთად გვძინავს, ერთად ვდგავართ ლოცვებზე… ის სიკეთე და ბედნიერება, რაც იქ ხდება… ამისი მონაწილე ვართ მეც და ჩემი ოჯახიც. თუ ვინმეს სიმართლის გაგება უნდა, გულისყურით მომისმინოს. მე არ უარვყოფ, რომ შეიძლება, რომელიმე ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის უფლებებს… ადამიანები ვართ. ის კი არა, დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს, რით გავეკიდო, არ ვიცი ხოლმე… მუცელშივე უარყოფილი ბავშვები დიდი ტრავმებით იბადებიან… ზოგს ფიზიკური დეფექტიც ჰქონია და იღუმენია სიდონიამ და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ვალები აიღეს და  ოპერაცია გაუკეთეს გოგონას, რომელსაც ფეხი ჰქონდა მობრუნებული და ახლა ჩემთან ერთად ცეკვავს… ნეტავ, ჩემს შვილებს ჰყავდეთ ისეთი პედაგოგები… რატომ არ ჩამოვიდა დედა სიდონია და არ დაელაპარაკა ჟურნალისტებთანო… როცა გამოცდებია, წყალსაც კი არ სვამს, ზის და თითოეული ბავშვის გამოცდას იბარებს. ასეთი ადამიანია… ჩვენ ერთად გავიზარდეთ… 24-საათიან რეჟიმში ემსახურება მონასავით ამ ბავშვებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g