LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია: „იმისთვის ვშრომობ, რომ კომუნალურები დავფარო, ბანკის პროცენტები ვიხადო და ბიუჯეტი შევავსო ძალიან სამწუხარო რეალობაა!..“

5320
თეა დარჩია

თეა დარჩია ჟურნალ „გზის“ მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. ცნობილი მოცეკვავე ამბობს:

„რატომ გაიზარდა გადასახადები? – ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, ამ შეკითხვას შესაბამისმა უწყებებმა უნდა უპასუხონ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ორმაგად რთულია: გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი კომუნალური გადასახადები უნდა გადავიხადო, ამას ბიზნესის გადასახადიც ემატება. ესე იგი, რა გამოდის? – იმისთვის ვშრომობ, რომ კომუნალურები დავფარო, ბანკის პროცენტები ვიხადო და ბიუჯეტი შევავსო ძალიან სამწუხარო რეალობაა!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g