დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს და წერს, რომ „შოვიდან 7 კმ-ში, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია“.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ „ამ სურათებზე, რომ ონლაინ, მყისიერი წვდომა ჰქონოდათ, განგაშის სიგნალს გასცემდნენ.
„ზუსტად ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი! ამ სურათებზე ონლაინ, მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს! შესაბამისი ლიდარი რომ გვქონოდა, რომელიც ყველა პრესტიჟულ უნივერისტეტს აქვს ევროპაში ლამის, გადავუფრენდით, დავაზუსტებდით მონაცემებს და გამოვაცხადებდით განგაშს“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ.