LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „ჩემი ტყუპები რომ დაიბადნენ, მაშინ წამოვედი ტელევიზიიდან. 17 წლის არიან ჩემი ტყუპები და ამდენივე ხანია, ეთერში არ ვარ…“

293
თეა გვასალია

თეა გვასალია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რატომ დატოვა ტელევიზია წლების წინ.

თეა გვასალია:

ტელევიზიაში დაბრუნებას არ ვაპირებ, არც სურვილი მაქვს და რაც ჩემს გეგმებში ზის. ინტერვიუებს კი ხანდახან ვიძლევი, როცა მოვიცლი. ჩემი ტყუპები რომ დაიბადნენ, მაშინ წამოვედი ტელევიზიიდან. 17 წლის არიან ჩემი ტყუპები და ამდენივე ხანია, ეთერში არ ვარ.

არის რამე, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ და ნანობთ, რომ ვერ მოასწარით?

იმდენი რამე მოვახერხე, სირცხვილი იქნება, კიდევ რამეზე ვთქვა, ვერ მოვასწარი-მეთქი. 20 წიგნი ვთარგმნე, 4 სახელმძღვანელო დაწერილი მაქვს, 3 შვილი გავზარდე, ათას მოსწავლეს ვასწავლე, ზოგი ესპანეთში გავუშვი, ზოგი ამერიკაში და ზოგი სად… ალბათ, კიდევ მეტი შეიძლებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა არ არის, რაც გავაკეთე. იმედი მაქვს, კიდევ მოვასწრებ რამეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g