LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: “ხალხო, არ დაიღალეთ? არ მოგბეზრდათ ამ საცოდავი ვიდეოს წინ და უკან ტრიალი? ნუთუ ამ 20 წლის მანძილზე უფრო საინტერესო არაფერი გაკეთებულა”

8436
ჰე

ყოფილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია, წლების წინ, მის საავტორო გადაცემაში “ამბობენ” გასულ სიუჟეტს  ავთო ცქვიტინიძის და ხათუნა თორთლაძის ქორწილის შესახებ ეხმიანება და მოქალაქეებს მიმართავს.

“გაივლის კიდევ 50-60 წელი და არავის ეხსომება ჩემი ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი და მარკესის თხუთმეტი რომანის თარგმანი, სამაგიეროდ მსოფლიოს ასოცდარვა ენაზე ითარგმნება (ინგლისურად უკვე თარგმნეს) 2002 წელს, „ამბობენში“ გაკეთებული სიუჟეტი ავთანდილ ცქვიტინიძის ქორწილის შესახებ და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, ილონ მასკი გაუშვებს კოსმოსში თავის მორიგ ტესლასთან ერთად და მარსის კოლონიის მოქალაქეობას არ მისცემს დედამიწელებს, ვინც ჩემი ინტონაციით არ ჩააბარებს საზეპიროებს ამ ვიდეოდან.

ხალხო, არ დაიღალეთ??? არ მოგბეზრდათ ამ საცოდავი ვიდეოს წინ და უკან ტრიალი???

პირველად რომ ვნახე, გამეცინა, ინგლისურად რომ თარგმნეთ, ვიხალისე, მაგრამ კარგით რა!!! ნუთუ ამ 20 წლის მანძილზე მრავალრიცხოვან ქართულ არხებზე უფრო საინტერესო არაფერი გაკეთებულა, ეს საცოდავი ვიდეო რომ არ დამხვდეს ყველგან???

ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი. ავთანდილ, ძვირფასო, რომ მცოდნოდა შენს ქორწილს 20 წლის შემდეგ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, როგორ გამოვუშვებდი ბურდღუს მაგ ყველაფრის გადასაღებად”, – წერს თეა გვასალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g