LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“

210
თეა წულუკიანი

„გვაქვს კონსტიტუციით შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნულით 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც მანვე აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, მეტიც, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

„29-ში მოდით და დაგვითვალეთ.. ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად.  შარშან იყო შარშან, წელს არის წელს. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„იმედი“: 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g