LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“

230
Capture

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ტრამპის გზავნილები საქართველოში და მსოფლიოში იმედის მომცემია, თუმცა ნაადრევია ეიფორიაში ჩავარდნა ან საბოლოო დასკვნების გაკეთება.

„ფაქტია უკვე ის, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებაც მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომ არ შეიძლება საომარი ახალი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს. რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვას მშვიდობაზე და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ის ასევე შეეხო დასავლეთის სანქციების საკითხს და აღნიშნა, რომ სანქციები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ კონკრეტულ შედეგს იძლევა.

„სანქცია, რომელსაც არ მოჰყვება შედეგი, არის სანქცია სანქციისთვის და საბოლოოდ, აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. აზიანებს მსოფლიო საერთაშორისო დღის წესრიგს და ქმნის დაძაბულობის ახალ-ახალ კერებს, რაც მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g