LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

295
tea

იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. მან სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშის წარადგენისას თქვა, რომ ის ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

წულუკიანის თქმით, ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება და კანონი ავალდებულებს, რომ თანამდებობა დატოვოს.

შეგახსენებთ, ის “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ პროპორციულ სიაში, ოცეულში, მეოთხე ნომერია. თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” მმართველობის დროს უცვლელი მინისტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g