“არა, არ გადავმდგარვარ . თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს” – ამის შესახებ იუსტიციის მინსიტრმა განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ ამ საკითხებზე ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, „ის გვერდზე გაიწევა“.
კითხვაზე, აღნიშნული საკითხი ხომ არ უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ ეს არის წმინდად მისი უწყების უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა.
“პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს . ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წულუკიანმა
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.