LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „თუ საპატიმროდან გვარამია, ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩაერთვებიან, არავისთვის იქნება სიურპრიზი ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში“

126
თეა წულუკიანი

„მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [მამუკა ხაზარაძე] არის დაბარებული და უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, მას არაფერი უშლის ხელს, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას, იმიტომ, რომ ის 30-ში, ორშაბათს არის დაბარებული“, – ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მას ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

გადაცემაში თეა წულუკიანმა „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერზე, ნიკა გვარამიაზე საუბრის დროს თქვა, რომ თუ ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე კომისიის სხდომას საკნიდან არ ჩაერთვებიან, „მათ ჩაერთვებათ ვალდებულება, რომ მეორედ არგამოცხადების საქმე პროკურატურაში გადააგზავნონ“.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა აუცილებლობამ გამოიწვია კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას ხელმეორედ დაბარება, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს, ხოდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა.

მე არ ვიცი, მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [მამუკა ხაზარაძე] არის დაბარებული და უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, მას არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას იმიტომ, რომ ის 30-ში არის, ორშაბათს დაბარებული. ამიტომ, ჩვენ წინასწარ… იმიტომ, რომ პირველად ასე მოიქცა, ეს არ ნიშნავს, იმას რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა.

იმის თქმა მინდა, რომ მათთვის ნათელი იყო რაც მოხდებოდა, ანუ, ჩვენი მხრიდან გადაგზავნა. თუ საკნიდან, თუ საპატიმროდან გვარამია, ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში. ახლა რატომ მეორედ დაბარება, მეორედ დაბარება იმიტომ, რომ პირველად ისინი არ მოვიდნენ, მარტივია“, – თქვა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g