LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ვინც უნდა იყოს – სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ისეთი რეფორმები გავატარეთ, დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში კანონით ბოლომდე კი არა, კბილებამდეა შეიარაღებული, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას“

195
თეა წულუკიანი

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას არ ვიცნობ, არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები დაცული უნდა იყოს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა დღეს ბრიფინგზე, თათია სამხარაძის შემთხვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სოლიდარობა თათია სამხარაძეს – ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება“ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, „დღეს საქართველოში ქალი ბოლომდე კი არა, კბილებამდეა შეიარაღებული კანონით, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას“.

„არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, მე არ ვიცნობ ამ ქალბატონს [თათია სამხარაძეს], მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ ის ქალი მინისტრი, რომელმაც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია. შემდეგ იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მირანდა ძირკვაძის განცხადებით, ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას არ ვიცნობ, მე არ შეიძლება მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმის, რომ ქალის უფლებები დაცული უნდა იყოს.

ამისთვის, ვინც უნდა იყოს ის გვარად – სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში კანონით ბოლომდე კი არა, კბილებამდეა შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ თუკი მისი უფლებები დაირღვა – ის ამას შეძლებს.

თუმცა თქვენ ახლა თქვით – „რა არის სახლში მივარდნებიო“, ხომ? თქვენ, სულ ახლახან იყავით ჩემს სახლში მოვარდნილი და მინისტრს შეიძლება სახლში მიუვარდე და ჟურნალისტს არ შეიძლება.

მე არ მაქვს პრობლემა – მომივარდეთ სახლში, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის მოხუც წევრებს უვარდებით სახლებში, ესეც თქვენი ხელწერაა, ამიტომ სანამ სიტყვებს გამოთქვამთ, სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო, სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ – ხუთჯერ დაფიქრდით“, – მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები