LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ზოგიერთმა ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ, 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“

168
თეა წულუკიანი

„ზოგიერთმა ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი აღნიშნული სტატუსით საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას..“ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე უტვინო.

ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ. ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი „ადიალასავით“ და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ. ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ. მზია ნიორაძე) და ა.შ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა. ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

„ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება… გვინდა, მოვიწვიოთ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა…“ – პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა

"მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას.."😂😂😂 ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე უტვინო. ყველა მომღერალს…

Posted by წულუკიანი თეა on სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025

„ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს… რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს…“ – პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა, რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g